შაორის ტბა


შაორის წყალსაცავი, ან შაორის ტბა — უდიდესი წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეშიამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე,შაორის ქვაბულში. შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს. შაორის წყალსაცავი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე – 2,7 კილომეტრი. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ². წყლის მოცულობა 90,6 მლნ მ³. საზრდოობს შენაკადებითა და ნალექებით, რომლებიც მის ზედაპირზე მოდის (წელიწადში 1500 მმ). ქვაბული აგებულია ქვედაცარცული კარბონატული ქანებით, სადაც კარგადაა განვითარებული კარსტული პროცესები. ქვაბულში იყო პატარა კარსტული ტბები – ხარისთვალი და ძრიხისთვალი, რომლებიც წყალსაცავის წყლითაა დაფარული. წყალსაცავის ნაპირები მეტწილად დაბალი და დამრეცია, ზოგან ფლატეებია.
შაორის წყალსაცავთან მდებარეობს სოფელი ნიკორწმინდა.


XX საუკუნის 50-იან წლებში მდინარე შაორის აუზში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წამოიწყეს.
ჰესის წყლით მოსამარაგებლად შაორის დაგუბება გადაწყდა. ასე გაჩნდა მდინარის ქვაბულში წყალსაცავი, რომლის ფართობი 9,2 კმ2-ია, მაქსიმალური სიღრმე კი -14,5 მ. მდინარის წყლის გარდა, წყალსაცავი მიწისქვეშა წყლებით (მათ შორის მინერალური წყაროებით) და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მძლავრი ვოკლუზებით (ძროხისთვალა, ქვახეთქილა, ხვრელეთი, ჩიკვაიძისკარის სათვალე და სხვ.) საზრდოობს. შაორის ქვაბულის (ფართობი 180 კმ2) ირგვლივ არსებობს მრავალი კარსტული ძაბრი და ჭა, რომელთა სიღრმე 5-15 მ-ის ფარგლებში მერყეობს, ასევე კარსტული მღვიმეები, ჯერ კიდევ შეუსწავლელი მიწისქვეშა დარბაზებით. წყალსაცავის დამბიდან სოფელ ნიკორწმინდამდე მიწისქვეშა კარსტული ტბაა. ქვაბულს გარს აკრავს ტყეებით დაფარული ნაქერალას ქედი და საწალიკის მთაა, რომლებიც წიფლნარის, კავკასიური სოჭის უნიკალური კორომებითა და შერეული ფოთლოვანი ხეებით არის დაფარული. ტყის მასივებში მრავლად მოიპოვება სოკო: ნიყვი, მჭადა, მიქლიო, ღვინიო, წითლიო, ვარყა... ბოლო წლებში შემუშავდა შაორის ტერიტორიის განვითარების გეგმა, რომელიც წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს.
 
1. წყალსაცავის გრუნტიანი, კლდოვანი ფსკერი და უხვი წყალმცენარეულობა თევზისთვის ხელსაყრელ საცხოვრებელ პირობებს ქმნის. აქ ბინადრობს: კობრი, თეთრი ამური, სქელშუბლა, ვიმბა, ქაშაპი, კალმახი, ხრამული, კარჩხანა, ნაფოტა. თევზაობის მოყვარულები რაჭაში მთელი საქართველოდან ჩამოდიან. შაორზე არის კერძო სათევზე მეურნეობა, სადაც სქელშუბლასა და კობრის მოშენება წარმოებს.
2. შაორის ქვაბულის ჰავა გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. 1898 წელს სამხედრო ექიმი ივან პანტიუხოვი, რომელიც ამ ტერიტორიაზე დაბანაკებულ ჯარისკაცებს მეთვალყურეობდა, გაოცებული აღნიშნავდა, რომ ხშირი წვიმებისა და აუტანელი სიცივის მიუხედავად, არავინ დაავადებულა ბრონქიტით ან სურდოთი.
მდებარეობა: რაჭის ქედი, შაორის ქვაბულის სამხრეთდასავლეთით.
მანძილი: ამბროლაურიდან – 20 კმ, თბილისიდან – 275 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1100-1200 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის, ზამთარში დამახასიათებელია მაღალი და ხანგრძლივი თოვლის საფარი, იანვრის
საშუალო ტემპერატურ -4.20, ზაფხული გრილი, ხასიათდება დღე-ღამური ტემპერატურის დიდი ამპლიტუდით, ივლისის (ყველაზე ცხელი თვე) საშუალო ტემპერატურა 17,50.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1300-1800 მმ.



Comments

Popular posts from this blog

ბატეთის ტბა

ბახმარო