Posts

Showing posts from October, 2017

შაორის ტბა

Image
შაორის წყალსაცავი, ან შაორის ტბა — უდიდესი წყალსაცავი  რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში ,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტში . მდებარეობს  რაჭის ქედის  ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში . შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს  მდინარე  შაორს. შაორის წყალსაცავი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე – 2,7 კილომეტრი. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ². წყლის მოცულობა 90,6 მლნ მ³. საზრდოობს შენაკადებითა და ნალექებით, რომლებიც მის ზედაპირზე მოდის (წელიწადში 1500 მმ). ქვაბული აგებულია ქვედაცარცული კარბონატული ქანებით, სადაც კარგადაა განვითარებული  კარსტული  პროცესები. ქვაბულში იყო პატარა კარსტული ტბები – ხარისთვალი და ძრიხისთვალი, რომლებიც წყალსაცავის წყლითაა დაფარული.  წყალსაცავის  ნაპირები მეტწილად დაბალი და დამრეცია, ზოგან ფლატეებია. შაორის წყალსაცავთან მდებარეობს სოფელი  ნიკორწმინდა . XX საუკუნის 50-იან წლებში მდინარე შაორის აუზში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წამოიწყეს.

ბახმარო

Image
საქართველო ბევრი სამთო კურორტის პატრონია.  ამ კურორტებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია ბახმარო.  ბახმარო გურიაში, ჩოხატაურის რაიონში, მესხეთს ქედზე მდებარეობს.  ბახმაროს ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მაღალა მდებარეობს.  ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი კი ზუსტად 2050 მეტრზეა.  ბახმარო კურორტად 1923 წელს გამოცხადდა.  ის მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია.  ბახმაროში თოვლის საფარი ძირითადად 5-დან 7 მეტრამდე იდება, აქედან გამომდინარე კოტეჯები (სააგარაკო სახლები) მაღალ ბოძებზე დგას და უკეთესად უძლებს დიდთოვლობას.   ბახმარო გამოირჩევა უნიკალური სამკურნალო თვისებებით.  მთის მშრალ ჰაერს ერთვის ზღვის ნოტიო ჰავა და ჯამში სასიამოვნო და სამკურნალო ნაზავი იქმნება. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სისხლნაკლებობით, ასთმით, ასევე ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის რეკომენდებულია ბახმაროში დასვენება. ბახმაროს ჰავა ასევე უწყობს ხელს იმუნიტეტის გაძლიერებას როგორც მოზარდებში, ისე ზრდასრულებში.  დასასვენებელი სეზონი ბახმაროში მთელი წლის გ

ბატეთის ტბა

Image
                               ბატეთის ტბა ბატეთის ტბა  ქარელის რაიონშია.  ძამას ხეობაში .   30-ზე მეტი მონასტერია ერთი ბეწო ხეობაში. ბატეთი მეწყერული ტბაა და ცალ მხარეს ჭაობი აქვს, აი, დაბლითა ფოტოზე მწვანე რომ ჩანს, ეგაა. მწვანე იმიტომაა რომ შვიტებია ამოსული.  უკიდეგანოდ ლამაზი, დიდხეებიანი ტყე აქვს გარშემო.  როგორ მოვხვდეთ აქ? ა)ვეწერებით რომელიმე ექსკურსიაზე, ოღონდ ჯერ ვარკვევთ, მხოლოდ ეკლესიებია პროგრამაში თუ ტბაც. მე ეკლესიების ტურზეც ვარ ნამყოფი და აბსოლუტურად სხვა სამყაროა/სხვა სიტუაციაა. ბ) ჩავდივართ ქარელში ლარიანი მატარებლით, ვქირაობთ იქვე რამე კარგი გამავლობის მანქანას კაცზე 5-10 ლარად, წაგიყვანთ-დაგხვდებათ კოდმანამდე დღის ბოლოს. ან მარტო წაგიყვანთ.  მერე ფეხით უნდა იაროთ ემმმ…. 10-ოდე კილომეტრი. გზადაგზა გ) მივბოდიალობთ საკუთარი მაღალი გამავლობის მანქანით, გადასახვევიდან ტბამდე ფეხით – სულ სამიოდე კილომეტრია.  ტბამდე მანქანით ასვლა ცოტა სათუოა, ოფროუდერი თუ არ ხარ, იმიტომ რომ უკიდეგანო ტალახი ევრივეარ. და საერთოდაც,  ტყეში ბოდიალი ვიცი მე ფეხით. არ